ბავშვის კვება 6 თვიდან ყიდვა

ბავშვის კვება 6 თვიდან

დამატებითი კვება შიშისა და დაბნეულობის გარეშე. ერთ წიგნში წერია, რა მისცე ბავშვს, რამდენი, როგორ მოამზადო და როგორ დაჭრა, რომ არ დაახრჩოს. ინტერნეტში ძებნა აღარ დაგჭირდება: ყველა პასუხი ტელეფონში გექნება.

ავტორი: მარიამი ანჯაფარიძე

  • 51 რეცეპტი
  • 30 პროდუქტის ბარათი
  • 56 გვერდი
  • მარილისა და შაქრის გარეშე
  • პირველი დახმარება ახრჩობისას

გადახდის შემდეგ წიგნს 24 საათში მიიღებ შენი სახელით. იხსნება ტელეფონზე.

მშობლის სახელმძღვანელო ბავშვის კვება 6 თვიდან მარიამი ანჯაფარიძე

ნაცნობია ეს კითხვები?

ამას თითქმის ყველა დედა სვამს, როცა ბავშვს მყარ საკვებს უწყებს. წიგნში თითოეულზე კონკრეტული პასუხია.

როდის დავიწყო და რით?

წიგნში: მზაობის სამი ნიშანი და პირველი 4 კვირის გეგმა, კვირების მიხედვით.

რომ დაახრჩოს?

წიგნში: დაჭრის წესები სურათებით, საშიში საკვების სია და პირველი დახმარება ახრჩობისას, ნაბიჯ-ნაბიჯ.

რამდენი უნდა ჭამოს? საკმარისს ჭამს?

წიგნში: ულუფები ასაკის მიხედვით და ნიშნები, რომ ბავშვს შია ან უკვე დანაყრდა.

კვერცხი, თხილი, თევზი… ალერგიის მეშინია.

წიგნში: როდის და როგორ შეიყვანო ალერგენი, რა ნიშნებს უნდა დააკვირდე და როდის დარეკო 112-ზე.

ყაბზობა აქვს, ან საერთოდ არ ჭამს.

წიგნში: რა ეხმარება სახლში, რა არის ნორმა და როდის უნდა მიმართო პედიატრს.

ყოველდღე რა მოვამზადო?

წიგნში: 51 მარტივი რეცეპტი, დღის მენიუები და ქართული კერძები, რომლებსაც ბავშვი ოჯახთან ერთად ჭამს.

ინტერნეტში ამ კითხვებზე ათობით საიტსა და ფორუმს წაიკითხავდი, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო რჩევებით. აქ ყველაფერი ერთ ადგილასაა, ქართულად და WHO-ს, NHS-ის და CDC-ის უახლეს რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

რას იპოვი წიგნში

14 თავი: პირველი კოვზიდან ოჯახის სუფრამდე. ყველაფერი მარტივად, კონკრეტულად და სურათებით.

როდის და როგორ დავიწყოთ

მზაობის ნიშნები, პირველი კვირები, პიურე თუ ნაჭრები (BLW).

უსაფრთხოება და პირველი დახმარება

ღებინების რეფლექსი თუ ახრჩობა, საშიში საკვები, დაჭრის წესები ნახატებით და რა გააკეთო ახრჩობისას, ნაბიჯ-ნაბიჯ.

30 პროდუქტის ბარათი

ბოსტნეული, ხილი, ფაფები, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები: მომზადება და დაჭრა ასაკის მიხედვით.

ალერგენები

როდის და როგორ შევიყვანოთ კვერცხი, თხილი, თევზი და სხვა ალერგენები.

ქართული სუფრა ბავშვისთვის

ღომი, ლობიო, მჭადი, ჩაქაფული, ხაჭაპური: რა და როდიდან შეიძლება.

ულუფები და ყაბზობა

რამდენი და რამდენჯერ უნდა ჭამოს ასაკის მიხედვით, რა ვქნათ ყაბზობისას და როდის მივმართოთ ექიმს.

მენიუ და 51 რეცეპტი

დღის მენიუს მაგალითები, პირველი 4 კვირის გეგმა და რეცეპტები ასაკის მიხედვით.

დაჭრის წესები სურათებით

წიგნის ნიმუში: ასე არის ახსნილი, როგორ დაჭრა საკვები ბავშვის ასაკის მიხედვით.

≈ 5–6 სმ (ზრდასრულის თითი) 2 თითისსისქე 6–8 თვე
ჩხირი. ზრდასრულის თითის სიგრძის და ორი თითის სისქის რბილი ნაჭერი. ბავშვი მუშტით იჭერს და ზემოდან ღეჭავს.
9–12 თვე ≈ 1–1,5 სმ, მუხუდოს ზომის
პატარა ნაჭრები. მუხუდოს ან ცერცვის ზომის რბილი კუბიკები. ბავშვი მათ ცერითა და საჩვენებელი თითით იღებს.
სიგრძივად 4 ნაწილად
მრგვალი საკვები (ყურძენი, ჩერი პომიდორი, დიდი მოცვი, ბალი) სიგრძივად 4 ნაწილად დაჭერი. კურკა ამოიღე, კანი სასურველია გააცალო.
რგოლი — არა სიგრძივად — კი
მილისებრი საკვები (სტაფილო, კიტრი, სოსისი, ბანანი) არასოდეს დაჭრა რგოლებად: რგოლი სასუნთქ გზას ზუსტად ფარავს. დაჭერი სიგრძივად, წვრილ ჩხირებად.

51 რეცეპტი მარილისა და შაქრის გარეშე

თითოეულ რეცეპტს აქვს საკუთარი ბარათი: ნახატით, ასაკით, დროით, ინგრედიენტებით, ნაბიჯებით და რჩევით.

6+ თვეპიურეები, ფაფები, რბილი ჩხირები, ომლეტის ზოლები
8+ თვეკატლეტები, ბლინები, წვნიანები, ფრიტატა, ბავშვის ლობიო
9–10+ თვეჩაქაფული, ჩახოხბილი, პლოვი, მაფინები, ბადრიჯანი ნიგვზით
  • ქათმის კატლეტები ბოსტნეულით
  • თევზის კატლეტები
  • ბავშვის ლობიო
  • ბავშვის ჩაქაფული
  • ქათმის ჩხირები შვრიის „პანირებით“
  • ორაგულის ნაჭრები ღუმელში
  • ყაბაყის ფრიტატა
  • ფრანგული ტოსტი
  • ოსპის კატლეტები
  • გოგრისა და სტაფილოს კრემსუპი
  • ბავშვის ჩახოხბილი
  • ბადრიჯანი ნიგვზით
  • კვერცხისა და ავოკადოს ტოსტი
  • მაკარონი ბროკოლის პესტოთი
  • ქათმის პლოვი ბოსტნეულით
  • შვრიისა და ბანანის ბლინები
  • და კიდევ 35 რეცეპტი

ვისთვისაა ეს წიგნი

  • მშობლებისთვის, ვინც დამატებით კვებას იწყებენ
  • ვისაც ახრჩობის ეშინია და დაჭრის მკაფიო წესები უნდა
  • ვისაც პიურეების მერე ახალი იდეები სჭირდება
  • ვისაც ბავშვის ოჯახის სუფრასთან ადრე შეჩვევა უნდა
  • ბებიებისა და ძიძებისთვის, ვინც ბავშვს აჭმევს

მნიშვნელოვანია

წიგნი შედგენილია WHO-ს, NHS-ის, CDC-ის და აშშ-ის 2025–2030 წლების კვების გაიდლაინების მიხედვით.

ის საინფორმაციო ხასიათისაა და არ ცვლის პედიატრის კონსულტაციას. ავტორი ექიმი არ არის.

რას მიიღებ

  • სიმშვიდეიცი, რა არის ნორმა, რა არის საშიში და როდის უნდა მიმართო ექიმს.
  • დროს დაზოგავპასუხებს აღარ ეძებ, ყველაფერი ტელეფონში გაქვს: სარჩევიდან ერთი დაჭერით საჭირო თავში გადახვალ.
  • უსაფრთხო ჭამაიცი, როგორ დაჭრა საკვები და რა გააკეთო, თუ ბავშვს რამე გაეჭიდა.
  • ჯანსაღი ჩვევებიბავშვი მარილსა და შაქარს არ ეჩვევა და ბუნებრივ გემოს სწავლობს.
  • ბავშვი ოჯახის სუფრასთანქართული კერძების საბავშვო ვერსიები: ცალკე საჭმლის მომზადება აღარ დაგჭირდება.
  • ყოველთვის ხელთანააიხსნება ტელეფონზე და იბეჭდება: დაჭრის წესები სამზარეულოშიც შეგიძლია გექნეს.

როგორ ვიყიდო? სამი მარტივი ნაბიჯი

  1. გადაიხადე 29 ₾ქვემოთ დააჭირე ღილაკს და აირჩიე: ბარათი/QR ან გადარიცხვა შენი ბანკიდან.
  2. გამოგვიგზავნე სახელი და გვარიქვითართან ერთად, Messenger-ით, WhatsApp-ით ან ელფოსტით.
  3. მიიღე შენი წიგნი24 საათში გამოგიგზავნით PDF-ს შენი სახელით.
29 ₾
  • ელ-წიგნი PDF ფორმატში, 56 გვერდი, დასაკლიკებელი სარჩევით
  • პირველი დახმარება ახრჩობისას, ნაბიჯ-ნაბიჯ სურათებით
  • ულუფები ასაკის მიხედვით, რა ვქნათ ყაბზობისას
  • A5 ზომა: იკითხება ტელეფონზე და იბეჭდება
  • 51 ილუსტრირებული რეცეპტი
  • დაჭრის წესები, ალერგენები, მენიუ
  • ფაილი მოგივა 24 საათის განმავლობაში
შესყიდვის პირობები
  1. პროდუქტი. „ბავშვის კვება 6 თვიდან“ არის ელექტრონული წიგნი PDF ფორმატში. გადახდის შემდეგ ფაილი იგზავნება მითითებულ ელფოსტაზე ან მესენჯერში 24 საათის განმავლობაში.
  2. შინაარსის ხასიათი. წიგნი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათისაა. ის არ არის სამედიცინო რჩევა, დიაგნოზი ან მკურნალობა და არ ცვლის პედიატრის ან სხვა სპეციალისტის კონსულტაციას. ავტორი ექიმი არ არის.
  3. მყიდველის პასუხისმგებლობა. ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მყიდველი იღებს დამოუკიდებლად. დამატებითი კვების დაწყებამდე და ალერგენების შეყვანამდე რეკომენდებულია პედიატრთან კონსულტაცია. კანონით დაშვებულ ფარგლებში, ავტორი არ აგებს პასუხს ინფორმაციის გამოყენების შედეგებზე.
  4. საავტორო უფლებები. წიგნის ავტორი და გამომცემელია მარიამი ანჯაფარიძე. ყველა უფლება დაცულია.
  5. გამოყენება. წიგნი განკუთვნილია მხოლოდ მყიდველის პირადი გამოყენებისთვის. მისი კოპირება, გაზიარება, გავრცელება ან გაყიდვა აკრძალულია. ფაილი შეიძლება შეიცავდეს მყიდველის სახელს.
  6. თანხის დაბრუნება. წიგნი ციფრული პროდუქტია. ფაილის მიღების შემდეგ თანხა არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფაილი დაზიანებულია ან არ იხსნება. ასეთ დროს დაგვიკავშირდით და პრობლემას აღმოვფხვრით ან თანხას დაგიბრუნებთ.
  7. კონტაქტი. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გასაგრძელებლად მონიშნე, რომ ეთანხმები პირობებს.

ხშირად დასმული კითხვები

ინტერნეტში ხომ ყველაფერი უფასოდ არის. რატომ უნდა ვიყიდო?

ინტერნეტში ინფორმაცია გაფანტულია, ხშირად მოძველებულია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამ წიგნში ყველაფერი შეკრებილია ერთ ადგილას, ქართულად, უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით. რეცეპტებში ქართული პროდუქტები და კერძებია, დაჭრის წესები კი სურათებითაა ახსნილი.

როგორ მივიღებ წიგნს?

გადახდის შემდეგ მოგვწერე სახელი და გვარი და გადახდის ქვითარი. PDF ფაილს გამოგიგზავნით ელფოსტაზე ან მესენჯერში 24 საათის განმავლობაში. ფაილი იხსნება ტელეფონზე, პლანშეტზე და კომპიუტერზე.

რატომ არის ფაილზე ჩემი სახელი?

თითოეული ეგზემპლარი პირადია და მყიდველის სახელით მზადდება. ეს ავტორის უფლებების დასაცავადაა.

შემიძლია დაბეჭდვა?

კი. წიგნი A5 ზომისაა და პირადი გამოყენებისთვის შეგიძლია დაბეჭდო ნებისმიერ ბეჭდვის სერვისში.

რა ასაკის ბავშვისთვისაა?

ძირითადად 6–12 თვის ბავშვისთვის, როცა დამატებითი კვება იწყება. ბევრი რეცეპტი და ქართული სუფრის თავი 1 წლის შემდეგაც გამოგადგება.

BLW-ის მეთოდითაც გამოდგება?

კი. წიგნში ორივე გზაა ახსნილი: პიურეები და ხელში დასაჭერი ნაჭრები, დაჭრის წესებით ასაკის მიხედვით.

ცვლის თუ არა წიგნი ექიმის რჩევას?

არა. წიგნი ეყრდნობა საერთაშორისო რეკომენდაციებს, მაგრამ ყოველი ბავშვი განსხვავებულია. ალერგიის, ეგზემის, დღენაკლულობის ან სხვა მდგომარეობის დროს ჯერ პედიატრს ჰკითხე.

ფაილი არ იხსნება. რა ვქნა?

დაგვიკავშირდი და ფაილს ხელახლა გამოგიგზავნით. iPhone-ზე Messenger-ში ნუ გახსნი: დააჭირე ფაილს, აირჩიე „Save to Files“ და გახსენი Files ან Books აპლიკაციიდან. თუ პრობლემა არ მოგვარდება, თანხას დაგიბრუნებთ.

29 ₾ელ-წიგნი · 51 რეცეპტი
ყიდვა